რატომ გაძვირდა ჰოსპიტალური სერვისები? – სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების შეფასება

რატომ გაძვირდა ჰოსპიტალური სერვისები? – სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების შეფასება

ჯანმრთელობის დაცვა ძვირდება. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში ფასები ამ ჯგუფში შემავალ პროდუქციასა და მომსახურებაზე წლიურად 9.4%-ით იყო გაზრდილი. ერთ-ერთი ჰოსპიტალური სერვისი, რომელზეც ფასები ყველაზე მეტად, 10.4%-ით გაიზარდა, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებაა. ივნისში გაძვირებული იყო სხვადასხვა სამედიცინო პროდუქცია და საავადმყოფოების მომსახურებაც. როგორც სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაში აცხადებენ, სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. როგორც BMG-ის გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, სამედიცინო სერვისების ფასებზე გავლენას ახდენს მათ შორის, ისეთი მიმართულებების გაძვირება როგორიცაა კვლევების, მაღალტექნოლოგიური აპარატურის გაძვირება. არჩილ მორჩილაძის თქმითვე, ჰოსპიტალური სერვისების ფასებზე გავლენას ახდენს ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დანერგილი DRG სისტემაც. “მედიცინა ძალიან სწრაფად ვითარდება, შესაბამისად, ახალი კვლევის მეთოდები შემოდის, ახალი ტიპის აპარატურა, ახალი ტიპის ანალიზატორები. თუ გვინდა, რომ თანამედროვე მედიცინას მივყვეთ და ჩვენს ქვეყანაში მიიღონ პაციენტებმა ადეკვატური სამედიცინო დახმარება, კლინიკები ცდილობენ, რომ ფეხი აუწყონ ამას. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ კლინიკებმა შეძლონ ოპერირება, ბუნებრივია, ზოგადი ინფლაციის ფონზე, ჯანდაცვის სერვისებიც ძვირდება. ჩვენ თუ განვიხილავთ ბოლო ორწლიან პერიოდს, შემიძლია გითხრათ, რომ 30-40%-ით მაინც არის გაზრდილი ჯამში ეს ყველაფერი. ასევე აღსანიშნავია, რომ [კლინიკები] ცდილობენ, DRG-ისგან გამოწვეული დეფიციტი შეავსონ ჯიბიდან გადახდებით და კერძო სადაზღვევო კომპანიებისგან, რაც ასევე ასიმეტრიული არის და გარკვეულწილად უსამართლობას ბადებს. როდესაც დაფინანსება არაა საკმარისი, ყველა კლინიკა ცდილობს გაზარდოს ისეთი სერვისები, საიდანაც შემოსავალი უფრო მეტი იქნება. აქ შეიძლება გაჩნდეს არასაჭირო სამედიცინო კვლევები, ამბულატორიული [სერვისები], რაც დააწვება უშუალოდ პაციენტის ჯიბეს”, – განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება – მიზეზები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება –…

სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელზეც ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის მე-3 ვერსიის…
რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190 მილიონით? – კაკაურიძის განმარტება

რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190…

საქართველოს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, საგადასახადო მიმართულებით მოგების გადასახადის გეგმა 190 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველი…
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა – გზების დეპარტამენტი

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა…

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი…